რეტრო ავტომობილებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება არ აქვთ

რეტრო ავტომობილებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხებათ.

ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მსმენელის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის რარიტეტულ ავტომობილად ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

„ჯერჯერობით ტექნიკურ რეგლამენტში ჩანაწერი გვაქვს, რომ რარიტეტულად ანუ ისტორიულ ავტომობილად ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტომობილები. შესაბამისად, ასეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პერიოდული ტექნიკური პერიოდული ინსპექტირების ვალდებულება არ ეხება,“- აღნიშნა იორდანიშვილმა.

თაია არდოტელი