როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, ვერაზე იყიდება სახლი, რომლის ფასიც 1 300 000 დოლარია (3 494 140 ლარი).

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლში არის 10 ოთახი, მათ შორის 6 საძინებელი. ეზოს ფართი კი 500კვ. მეტრია. ამასთან, როგორც განცხადებაშია მითითებული, სახლი მთაწმინდის ფერდობზე მდებარეობს, საიდანაც მთელი თბილისის ხედი მოჩანს.