„შემიძლია ბევრ პრობლემურ საკითხზე ვისაუბრო, თუმცა ტოტალურ ბიზნესტერორზე საუბარი უსაფუძვლოა"

„საქართველოში ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან საქმის კეთება და მათ მიმართ არაკორექტული მოწოდებები მიუღებელია, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესმენების მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებებით და განცხადებებით არ უნდა უშლიდნენ ხელს ბიზნესმენებს, აკეთონ თავიანთი საქმე და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახადონ მათი საქმიანობა.

კითხვაზე, არის თუ არა დღეს ქვეყანაში ბიზნესზე ზეწოლა და მიმართავენ თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატს მსგავსი შინაარსის პრობლემებით, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა:

„მე შემიძლია გესაუბროთ ბევრ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს, თუმცა საუბარი ქვეყანაში ტოტალურ ბიზნეს ტერორზე უსაფუძვლოა. ჩვენ მზად ვართ ყველა ბიზნეს პრობლემაზე ვიმუშაოთ, მინიმუმ გვქონდეს ჩვენი აქტიური პოზიცია და მაქსიმუმ ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით მათ მხარდასაჭერად. 2018 წელს 365 საქმეზე ვიმუშავეთ და 65%-ში მოვახერხეთ, რომ სახელმწიფო უწყებებმა კერძო სექტორის ინტერესი გაითვალისწინეს,“ - განაცხადა ლექვინაძემ.