„ერთი ხმა ამოგეღოთ მაშინ, როცა მართლა გვიჭირდა და ვნახავდი სად იქნებოდით, ან საერთოდ იქნებოდით თუ არა,“- ამის შესახებ ბიზნესმენი, East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელძღვანელი ირაკლი იაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რამოდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვისმენ და ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ვარ შეშინებული, მლიქვნელი და ცეხავიკი ბიზნესმენი, რომელიც არ ვიღებ ხმას და არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ერჩის ჩემს ბიზნესს. ზოგიერთ პოსტს ჩემი სურათიც ახლდა სხვა კოლეგებთან ერთად და სწორად ამიტომ მსურს გაცნობოთ ჩემი პოზიცია.
27 წელი სრულდება წელს, რაც ვსაქმიანობ ამ ქვეყანაში. ამ წლების განმავლობაში ვმოქმედებდი და ახლაც ვმოქმედებ მთავარი პრინციპით, რომ არ შევიდე არანაირ გარიგებაში სახელმწიფოსთან. რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, შესყიდვებში და პრივატიზაციებშიც კი. ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიმიღია და არც ვაპირებ რომ მივიღო სახელმწიფოსგან, სხვათა შორის იმიტომაც, რომ სხვადასხვა უმწიფარი და შეუმდგარი ადამიანებისგან არ ვისმინო ის, რაც ამ დღეებში მოვისმინე ჩემზე.
2004 წლიდან დაიწყო არნახული შეტევა ჩემზე და ჩემს კომპანიებზე(მიზეზი კონკრეტული ჩემი ყოფნა მიშას ოპოზიციაში). 2004--2012 წლებში ვიდექი ციხის კარებებთან (ოჯახის წევრის პატიმრობის გამო), კომპანიები კი ჯვარზე გაკრული იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშის ესემესიც კი არ გამოუგზავნიათ. ეშინოდათ და იმიტომ! და არც არავისთვის მითხოვია ამის გაკეთება, რადგანაც ასეთი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო მაშინ. იმ დროს კი გმირობას ვერავის მოვთხოვდი.
ასე რომ, ახლა რომ გამოჩნდნენ უხვათ ვაჟკაცი, პატრიოტი, ქვეყნის მომავალზე მზუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები ეს არის 2012 წლის დამსახურება, ოღონდ ობიექტურად ასეა. ვისაც რა მოგადგებათ ენაზე იმას, რომ ბოდავთ და ამისთვის არავინ არაფერს გერჩით. ერთი ხმა ამოგეღოთ მაშინ, როცა მართლა გვიჭირდა და ვნახავდი სად იქნებოდით, ან საერთოდ იქნებოდით თუ არა!
კიდევ ერთი. საკმაოდ დიდი, ვიმეორებ, საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილებაც გამაჩნია ეკონომიკურთან ერთად და კარგად ვიცი ტექნოლოგიები, თუ როგორ ხდება ე.წ. თემის აწევა. და მერე ამ " აწეული თემით" ხანგრძლივი სპეკულირება სხვადასხა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლების და გულწრფელობის!
P.s. რაც შეეხება მიმდინარე აურზაურს, აქ ჩემი კონკრეტული შეხედულება გამაჩნია და იმ ჩემს დაბოლილ ოპონენტს მივმართავ: როდესაც ცოტა მიგინელდება პლანის მოქმედება და ცოტათი ნათელი მოეფინება შენს გონებას, დამიკავშირდი და ამ მიმდინარე აჟიოტაჟთან დაკავშირებით ჩემს ვერსიას (სავარაუდოთ, სწორს) მოგიყვები!,“-წერს იაშვილი.