ევროპაში უამრავი ცნობილი ადგილია, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.
ესენია პარიზი, ბარსელონა, ლონდონი, მილანი. თუმცა გარდა ამისა, theculturetrip.com წარმოგიდგენთ ევროპის 11 ნაკლებად ცნობილ ქალაქს, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა ესტუმრო.
კოტორი, მონტენეგრო
მონტენეგროს ზღვისპირა ქალაქ კოტორის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი რეგიონი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ქალაქში ნახავთ - ძველ ციხეებს, მე-11 საუკუნის გოთური სტილის წმინდა სტეფონის ტაძარს, ძველ ქუჩებსა და მოედნებს. ქალაქში ბევრია მიტოვებული ციხეები, რომელიც მთებზე და ბორცვებზე მდებარეობს.
პრევეზა, საბერძნეთი
ქალაქი პრევეზა ეპირუს რეგიონს ეკუთვნის. ამ პატარა თანამედროვე ქალაქს ისტორიული ცენტრი აქვს, სადაც უამრავი ქვაფენილიანი გზებია, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ადგილები, სადაც უამრავი კაფე და ტავერნა მდებარეობს. ეპირის მთლიანი რეგიონი შესანიშნავი ადგილია სანაპიროებითა და მდინარეებით.
ოსიეკი, ხორვატია
ქალაქი ოსიეკი მდინარე დრავაზე მდებარეობს, რომელიც მე-18 საუკუნის არქიტექტურით და წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს დიდებული ეკლესიებით ამაყობს. აქ მდებარეობს უძველესი ლუდსახარში, რომელიც 1687 წელს დაარსდა.
ფერარა, იტალია
ყველა ვთანხმდებით, რომ იტალიას რაღაც ჯადოსნობა ახასიათებს. ქალაქ ფერარას პატარა ნამდვილად არ ეთქმის, თუმცა ის ცნობილია თავისი უძველესი კედლებით. ქალაქში ნახავთ მე-14 და მე-15 საუკუნის სასახლეებსა და ტაძრებს.
კლონაკილტი, ირლანდია
ირლანდიას აქვს „საიდუმლო“ ქალაქი, რომლის სახელიც შესაძლოა, არც კი გაგიგიათ. კლონაკილტი პატარა სანაპირო ქალაქია კორკის რეგიონში. ის ნათელი, ფერადი და მხიარული ქალაქია, სადაც უამრავი ბარი და ულამაზესი საოჯახო ტიპის სასტუმროებია. გარდა ამისა, თუ სერფინგით ხართ გატაცებული, ქალაქში არის ადგილობრივი სერფინგის სკოლა და სანაპირო კი ცურვისთვის იდეალურია.
სინტრა, პორტუგალია
ლისაბონისა და პორტოს გარდა პორტუგალიას კიდევ აქვს ძვირფასი „სამკაული" ქალაქ სინტრას სახით. სინტრა მთასა და ზღვას შორის მოქცეული ქალაქია, რომელსაც მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა აქვს. ქალაქში ნახავთ - კელუზუს, მონსერესა და პენას სასახლეებს, და ჭაობის ციხეს.
მარსელი, საფრანგეთი
მარსელი საფრანგეთის უმსხვილესი ქალაქი და პორტია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მარსელის ძველი პორტი ტურისტებს შორის ძალიან მიმზიდველია. ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ: ეკლესიები, პარკები, ოფიციალური შენობები და უამრავი მუზეუმი.
ტრონჰემი, ნორვეგია
ტრონჰემი მდინარე ნიდელვაზე მდებარეობს. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია. ღირშესანიშნაობები მოიცავს - სტეფტიგარდენის ხის სახლს, მე -17 საუკუნის სამეფო სასახლეს, ასევე ნიდაროსის ტაძარს და ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე დიდი შუასაუკუნეების ტაძარს.
სალამანკა, ესპანეთი
სალამანკა ესპანეთის გულში მდებარეობს. ისტორიულ ცენტრში განთავსებულია ქვიშის შენობები და მზის ჩასვლის დროს ყვითელი ქვები სხივებს ირეკლავს და ყველაფერს ოქროსფერი გადაჰკრავს. სწორედ ამიტომ მას „ოქროს ქალაქსაც“ ეძახიან. სალამანკა საუნივერსიტეტო ქალაქია, რომელიც სავსეა ისტორიული არქიტექტურით, მათ შორის მე-12 და მე-15 საუკუნის საკათედრო ტაძრებითა და სხვა ნაგებობებით.
ლუცერნი, შვეიცარია
ლუცერნი ცენტრალურ შვეიცარიაში ტბა ლუცერნთან მდებარეობს. ლუცერნი მეგობრული ქალაქია, რომლის შემოვლასაც ფეხით შეძლებთ. აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე ძველი ხიდი და ასევე აუცილებლად უნდა ნახოთ საათის კოშკი.
გენტი, ბელგია
დაივიწყე ბრიუსელი, ანტვერპენი ან ბრიუგე და ნებისმიერი მოსაზრება, რომ ბელგია მოსაწყენი ქვეყანაა და აღმოაჩინე პატარა მყუდრო ქალაქი გენტი. თანამედროვე ქალაქი თავისი ისტორიული მემკვიდრეობით აუცილებლად სანახავი ადგილია. ქალაქშია - გრავენსტენის ციხე, მე-14 საუკუნის სამრეკლო და წმინდა პეტრეს სააბატო.