5 ქართველი ქალი, რომლებსაც უცხოეთში წარმატებული კარიერა აქვთ

გვინ­და გა­გაც­ნოთ და გა­გახ­სე­ნოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა უცხო­ეთ­ში შეძ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მოღ­ვა­წე­ო­ბენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, კა­რი­ე­რას ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­საც წარ­მა­ტე­ბით უთავ­სე­ბენ.

30 წლის თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძე, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა საფ­რან­გეთ­ში

თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძემ 22 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, ასე­ვე, ქარ­თველ ემიგ­რან­ტთან ოჯა­ხი რომ შე­ექ­მნა. ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის, რო­მე­ლიც სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას იწყებ­და, რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და ეს ცვლი­ლე­ბაც გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

თა­მარ­მა უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა და ახლა 30 წლის მსა­ხი­ო­ბი, პა­რიზ­ში 4 თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის წევ­რია, ხში­რად თა­მა­შობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, იღე­ბენ რეკ­ლა­მებ­სა და ფილ­მებ­შიც.

თა­მა­რი მომ­ღე­რალ გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. "ქარ­თველ­მა ჯო კო­კერ­მა" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას პირ­ვე­ლი ნო­მე­რი სწო­რედ მის ქა­ლიშ­ვილს - თა­მარს მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე ემიგ­რან­ტი იყო.

"პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ენის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში ჩემი ძვე­ლი პრო­ფე­სი­ით, მო­ცეკ­ვა­ვედ ვმუ­შა­ობ­დი. ინ­ტეგ­რა­ცია საკ­მა­ოდ მალე მო­ვა­ხერ­ხე, რა­შიც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილს. უკვე შვი­ლიც გვყავს...

ჩემი სა­მუ­შა­ოს 90% უკავ­შირ­დე­ბა თე­ატრს, ვთა­მა­შობ 4 თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ა­ში და, ასე­ვე, თე­ატ­რის პე­და­გო­გად, მაგ­რამ თავს მხო­ლოდ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად არ მო­ვი­საზ­რებ. გავ­დი­ვარ ბევრ კი­ნო­კას­ტინგს და უკვე მქონ­და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბე­ბი პა­ტა­რა რო­ლე­ბით. ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ისეთ კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ალან შაბა, ნი­კო­ლა ვა­ნიე, ზიად დუ­ე­ი­რი. ვმო­ნა­წი­ლე­ობ რეკ­ლა­მებ­სა და მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში. იხილეთ სრულად

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ?

- ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი, გა­ბე­დუ­ლე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იმოგ­ზა­უ­რონ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი, ნა­ხონ სხვა კულ­ტუ­რა, სხვა ხალ­ხი, და­ინ­ტე­რეს­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბით და მათი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი გა­მოკ­ვე­ბონ ხა­რის­ხი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით, რათა მათ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაც იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი. არას­დროს შე­წყვი­ტონ სწავ­ლა. აქ 60 წლის მსა­ხი­ო­ბე­ბიც კი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დი­ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დნენ. და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არას­დროს არ და­ნებ­დნენ! წა­ი­კი­თხეთ ვრცლად თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ

31 წლის ანა ტრა­პა­ი­ძე, მუ­შა­ობს გერ­მა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე

31 წლის ანა ტრა­პა­ი­ძის წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას, ბავ­შვო­ბი­დან დე­დის გავ­ლე­ბით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ახლა ახალ­გაზ­რდა დედა გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს.

"ე.წ "კო­მა­რო­ვის" ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში სწავ­ლა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნი­სა­კენ. მას­წავ­ლებ­ლის, ბა­ტონ რა­მინ ჭე­ლი­ძის წყა­ლო­ბით ფი­ზი­კა ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი გახ­და და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გან­ვაგ­რძე სწავ­ლა იმ იმე­დით, რომ თუკი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, ყო­ველ­თვის შე­მეძ­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სურ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის არ­ჩე­ვა. თა­ვი­დან კოს­მო­ლო­გი­ამ გა­მი­ტა­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ისევ სი­ცო­ცხლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ და ექ­სპე­რი­მე­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძა­ლა და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა.

...ბი­ო­მა­სა­ლე­ბის სფე­რომ დოქ­ტო­რან­ტუ­რის შემ­დეგ და­მინ­ტე­რე­სა - თუ რა გა­სა­ო­ცა­რი მა­სა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ცო­ცხა­ლი სამ­ყა­რო და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბის მი­ბაძ­ვით უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ახა­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი მა­სა­ლა შე­იქ­მნას. ჩემი პოსტ დოქ­ტო­რან­ტუ­ლი კვლე­ვა, პოც­და­მის კო­ლო­ი­დე­ბის და ზე­და­პი­რე­ბის კვლე­ვის მაქს პლან­კის ინ­ტი­ტუ­ტში (MPIKG), ბი­ო­მა­სა­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პრო­ფე­სორ პი­ტერ ფრაცლ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.იხილეთ სრულად

28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი

ევ­რო­კო­მი­სი­ას, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყავს - პო­ლი­ტი­კის ოფი­ცე­რი 28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­კი­თხებს კუ­რი­რებს. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, ბევ­რს მუ­შა­ობს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ხში­რად იღ­ლე­ბა კი­დეც, თუმ­ცა არას­დროს ნებ­დე­ბა.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა არც მოკ­ლე ყო­ფი­ლა და არც იოლი - ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბელ­გი­ა­ში, ევ­რო­პის კო­ლე­ჯში მე­ო­რე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლოს თუნ­დაც ერთი წლით და­ტო­ვე­ბა უჭირ­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და ქვეყ­ნი­დან წას­ვლა და მა­ლე­ვე დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა...იხილეთ სრულად