10 მარტს, 09:30-დან 11:30 საათამდე, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

10 მარტს, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისათვის.