მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება

მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება.

ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენის და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი უკვე მთავრობისთვის არის წარდგენილი. ამ ცვლილებების განხორციელება, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება.

თაია არდოტელი