Facebook-მა "შენახვის" ღილაკი დაამატა

ღილაკი Save შეგიძლიათ ნახოთ ჩამოსაშლელ მენიუში, რომელიც გამოქვეყნებულ მასალას მარჯვენა მხარეს აქვს.

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა "შენახვის" (Save) ღილაკი დაამატა, რომლის საშუალებით შესაძლებელია "მოგვიანებით სანახავი" ლინკები შეინახოთ. შენახული მასალების ჩამონათვალს, მხოლოდ თავად მომხმარებელი დაინახავს.

Facebook-ი მომხმარებელს, რომელმაც განსაზღვრული ბმულები შეინახა, შეახსენებს, რომ ის შენახული მასალის წაკითხვას აპირებდა. დამახსოვრებული ბმულის ნახვის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება, მისი არქივში შენახვა ან მეგობრებისთვის გაზიარება.

ახალი ღილაკის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს News Feed-ზე გამოჩენილი ახალი ამბების დათვალიერებისას,  არ გადაერთოს მათ კითხვაზე, შეინახოს სასურველი ინფორმაცია და ის მოგვიანებით ნახოს.

ღილაკი Save შეგიძლიათ ნახოთ ჩამოსაშლელ მენიუში, რომელიც გამოქვეყნებულ მასალას მარჯვენა მხარეს აქვს.