სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
გთავაზობთ, იმ 10 კომპანიას, სადაც 2018 წელს ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა:
• აიდიეს ბორჯომი საქართველო - დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს მაგთიკომი - კავშირგაბმულობა
• BP ჯგუფი - ტრანსპორტი
• სს ენერგო-პრო ჯორჯია - ენერგეტიკა
• სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა
• შპს ჯორჯიან მანგანეზი - დამამუშავებელი მრეწველობა
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია - ენერგეტიკა
• ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი - მშენებლობა
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - სასტუმროები
• სს ნენსკრა ჰიდრო - ენერგეტიკა
ცნობისათვის, საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.