აშშ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ თანადამფინანსებელი კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

აშშ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, რომლებიც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის თანადამფინანსებელნი არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სანქციები ასევე შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მილსადენების განთავსებაში მონაწილეობენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციებმა, შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს ბერლინსა და ვაშინგტონს შორის.

შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არსებული მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაფართოების პროექტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას სატრანზიტო ქვეყნების - უკრაინის, ბალორუსისა და პოლონეთის გვერდის ავლით დააკავშირებს. გაზსადენის საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ-ს შეადგენს.