დღეიდან, 11 მარტიდან Menu.ge შეკვეთების მიწოდებაზე მიტანის საფასურს აუქმებს.
ამ სიახლით ისარგებლებს ყველა, ვისი შეკვეთაც 3 კილომეტრის რადიუსში იქნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ეს სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
"ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ მიტანის სერვისის კომფორტი ჩვენი მომხმარებლებისათვის. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმოქმედებს მიტანის სიჩქარეზე, რაც ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როგორც ბაზრის ლიდერისთვის. ასევე, ვფიქრობ, რომ მომხმარებლისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება", - აცხადებს menu.ge-ს დირექტორი თამარ არევაძე.
დღეს menu.ge-ს დახმარებით შეკვეთა 24 საათის განმავლობაში 500-ზე მეტი რესტორნიდან საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. კომპანია შეკვეთას იღებს სატელეფონო ზარის (032 2 54 44 44), ვებ-გვერდისა და აპლიკაციის საშუალებით.
დედაქალაქის გარდა შეკვეთა შესაძლებელია შემდეგი ქალაქებიდან: ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და გორი.
Menu.ge არის Menu Group UK წევრი და უკვე 5 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
(R)