ამ ეტაპისთვის, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად შევსებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის პორტი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებულია. ინვესტორთა შორის არიან:
- თიბისი ჰოლდინგი - 70 მილიონი დოლარი
- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) - 400 მილიონი დოლარი
- საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი დოლარი
- SSA Marine - 20 მილიონი დოლარი
- სხვადასხვა სართაშორისო ფონდები - 30 მილიონი დოლარი