„ისტორია მეორდება! ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში“

„ისტორია მეორდება! ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში!“- ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვარაზისხევში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ისტორია მეორდება! ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ვერეს ხეობაში! მშენებლებმა ვარაზისხევი მთლიანად ამოქოლეს კლდის ნაშალით და სამშენებლო მასალით. მდინარე ვარაზისხევი კი ბეტონის მცირე ზომის სადინარში მოაქციეს. მეწყრული პროცესებისა და წყალმოვარდნების (რაც ვარაზისხევს ახასიათებს) "შესაჩერებლად" რკინის მინი-კონსტრუქცია განათავსეს. ხევში მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ფაქტია, შესაბამისმა უწყებებმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, ვერეს ტრაგედიიდან 4 წლის თავზე,“-წერს ასოციაცია და ვარაზისხევში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.