როს უილსონი „თიბისიზე“ კიბერშეტევის საქმეზე - მნიშვნელოვანია, ეს მოვლენები რა შედეგით დასრულდება

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გარკვევა და საზოგადოებამდე მიტანა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მოვალეობაა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს და მისი დასასრული და შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ახსნილი ეს მოვლენები და რა შედეგით დასრულდება. მას შეიძლება ჰქონდეს ცუდი და კარგი ეფექტი საქართველოს იმიჯზე, როგორც ადგილზე ბიზნესის საწარმოებლად. მე პირადად ვერ ვურჩევ პარლამენტს, არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ვურჩიო შექმნას საგამოძიებო კომისია. თუმცა ეს არის მოვალეობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, რომ ახსნან ეს საკითხი და ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ხდება“, - განაცხადა როს უილსონმა.

კახი კალაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს
პარლამენტის ბიუროს წარედგინება პროექტი, რომელიც “თიბისი ბანკსა“ და “ანაკლიის კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს
„ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევა ქვეყანაში ბიზნესის განწყობას გააუარესებს“