„მშენებლობის გამო, ჟვანიას ქუჩაზე იშლება და მოძრაობს ყველაფერი - სახლები, მიწა, იშლება კლდე“

ჟვანიას 12 ნომერში გუშინ, კლდის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე მეტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკავშირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ „ამ კორპუსის მშენებლობის გამო, ჟვანიას ქუჩაზე იშლება და მოძრაობს ყველაფერი“.

„მოძრაობს სახლები, მიწა, იშლება კლდე და ა.შ. ორჯერ შეაჩერეს მშენებლობა აქ დაწყებული საშიში გეოლოგიური ცვლილებების გამო. ერთხელ, მშენებლობის დროს ამ მიწასთან სიახლოვეს, მრავალწლიანი კერძო სახლებიც კი დაცოცდა. ბოლოს მაინც გასცა ნებართვა თბილისის მერიამ და გუშინ კინაღამ ხალხიც დაიხოცა ამის გამო. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას!,“-წერს მესხიშვილი.