ნიუ-იორკი მსოფლიო ფინანსური ცენტრის რეიტინგში ლიდერის პოზიციას არ კარგავს

ნიუ-იორკმა კვლავ შეინარჩუნა ლიდერობა გლობალური ფინანსური ცენტრების ახალ რეიტინგში - Global Financial Centres Index. ყოველწლიური რეიტინგი საკონსულტაციო კომპანია Z/Yen Group-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეორე ადგილს ინარჩუნებს ლონდონი, თუმცა თუ ადრე გამოქვეყნებულ რეიტინგში მისი ჩამორჩენა ლიდერთან 2 ქულას შეადგენდა, ახლა ის 7 ქულამდე გაიზარდა. მესამე პოზიციაზეა ჰონგ-კონგი

მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსი 2007 წლიდან ქვეყნდება. ქულების ჯამი ითვალისწინებს ხუთ მაჩვენებელს - ბიზნეს-მოწყობა, ფინანსები, ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი და რეპუტაცია. წლევანდელ რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 102 ფინანსური ცენტრი მოხვდა.

კოკა კვირკველია