„რომ არა რუსული ოკუპაცია, საქართველო ეკონომიკურად უფრო განვითარებული იქნებოდა“.
ამის შესახებ, სტატისტიკოსმა, ექსპერტმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„რომ არა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ჩვენი ცხოვრების დონე საქართველოში იქნებოდა დაახლოებით, 70-80%-ით უფრო მაღალი, ხოლო ემიგრაციის ტალღა ძალიან დაბალ დონეზე იქნებოდა. ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა არა ახლანდელი 10 ათასი დოლარის ფარგლებში, არამედ 18-დან 20 ათას დოლარამდე. აი ეს არის ჩვენი ფასი ოკუპაციისა. სხვათა შორის, „კვირის პალიტრასთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში, მე განვაცხადე, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოკუპაციის გამო დღევანდელი ფასებით თუ ვიანგარიშებთ, საქართველომ ვერ აწარმოა 400 მლნ დოლარზე მეტი პროდუქცია და ამის გამო ბიუჯეტში დაახლოებით, 100 მლრდ დოლარის შემოსავლები ვერ მოხვდა. რასაც სახელმწიფო შეძლებდა მიეღო თავისუფალი განვითარების პირობებში. აი, რას აკეთებს რუსეთი, რომ საქართველოს არ მისცეს განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა,“-აღნიშნა არჩვაძემ.