"ენერგო-პრო ჯორჯიას" 600 აბონენტს მრიცხველები დაუმონტაჟდა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" 600 აბონენტს წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამრიცხველიანების პარალელურად, ნაკიფუში მიმდინარეობს 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ამ დროისთვის შეიცვალა 217 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიბა 50 კმ სიგრძის კაბელი. ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

"გარდა ამისა, წალენჯიხის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს 10 კვ ქსელის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის შედეგად, 900-მდე აბონენტის ენერგომომარაგება წალენჯიხის რაიონის სოფლებში - ეწერი, მიქავა და ჭალე უფრო საიმედო და სტაბილური გახდა. აღნიშნულ სოფლებში გამოიცვალა ამორტიზირებული კაბელი და მოძველებული საყრდენები ახალი რკინა-ბეტონისა და ხის ბოძებით", - აცხადებენ კომპანიაში.