კომპანია "m²" ახალ სამშენებლო პროექტს "m² თამარაშვილზე" იწყებს

დეველოპერული კომპანია "m²" თბილისში, თამარაშვილის N6-ში ახალ სამშენებლო პროექტს, "m² თამარაშვილზე" იწყებს.

კომპანიის ინფორმაციით, "m² თამარაშვილზე" გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით – კომპლექსთან მოხვედრა შესაძლებელია როგორც ვაკე-საბურთალოს გზიდან, ასევე ყაზბეგის გამზირიდან.

სამშენებლო პროექტი "m² თამარაშვილზე" დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობა 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით. "m² თამარაშვილზე" 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

კომპანიის ინფორმაციით, "m² თამარაშვილზე" საცხოვრებელ კომპლექსში ბინები დასრულებული რემონტით ბარდება. შესაბამისად, მობინადრეები შეძლებენ, პირადაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში. სრულად გარემონტებულ ბინაში, მობინადრეებს დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ბინის გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მობინადრის მოთხოვნების თანახმად შეირჩევა.

"m² თამარაშვილზე" 270-ბინიანი კომპლექსია, განთავსებული 19 სართულზე, საიდანაც პირველი სართული მთლიანად ავტოსადგომს დაეთმობა.

"m² თამარაშვილზე" საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ბინას აქვს მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივნები. პროექტს უნიკალურს ხდის არსებული გამწვანებული გარემოც, რომელსაც მრავალწლიანი ნარგავები და მახლობლად მდებარე სკვერი ქმნის. დამატებითი კომფორტისთვის m²-ის კომპლექსის მომსახურება უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოებისა და ლიფტების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას. "m² თამარაშვილზე" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დასრულდება", - აცხადებენ დეველოპერულ კომპანია "m²"-ში.