Apple-მა 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა

Apple-მა 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა. ტრილიონიანი კომპანია ახალი მოდელების წარდგენას 25 მარტს, 10 საათზე, აშშ-ში მდებარე ქალაქ კუპერტიონოში გამართავს.

Apple-ის სათაო შენობის ბაღში მდებარე სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ღონისძიებას ათასობით ჟურნალისტი და დეველოპერი დაესწრებიან. Apple-ის პრეზენტაციის დაანონსებისთანავე, ამერიკული მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა გახდა, თუ რა ტექნოლოგიებს წარადგენს Apple.

ტექნოლოგიის ექსპერტები სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე, Apple-ის ნოვაციურ ტელევიზიას, ახალ ბიუჯეტურ iPad-ს და განახლებული უსადენო AirPods-ების წარდგენას ელოდებიან.

ექსპერტები ღონისძიებაზე ასევე, არ გამორიცხავენ მუსიკალური პლეიერის iPod-ის განახლებული მოდელის დაანონსებასაც. მათი თქმით, ის ახალი სიტყვა შეიძლება გახდეს ტექნოლოგიების სფეროში.

Apple-ის პრეზენტაცია ძირითადად წელიწადში ორჯერ იმართება.

კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა რამდენიმე დღის წინ აქციონერებს შემცირებული რეალიზაციების გამო ბოდიში მოუხადა და პირობა დადო Apple გამაოგნებელ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს წარადგენდა.

Apple-ის პრეზენტაცია Live რეჟიმში გადაიცემა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, Live რეჟიმში მოხდება პრეზენტაციის ტრანსლირება აიპლიუსის Facebook-გვერდებზე.

Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ iPlus-ში ნოვაციური ტექნოლოგიების წარდგენისთანავე, გაყიდვების დაწყებას, მსოფლიო ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც გეგმავენ.