"დარწმუნებული ვარ, რომ „გაზპრომთან“  გაფორმებული ხელშეკრულება, ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს"

მე დარწმუნებული ვარ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება, ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული, ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები, თუმცა ვიღებდი ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სტაბილურობისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.