აჭარა მიმზიდველობას კარგავს?! - რეგიონში FDI 81%-ით შემცირდა

აჭარა უცხოელ ინვესტორებში ინტერესს კარგავს.

2018 წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში მხოლოდ 35,073 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებელია. თანაც, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარამ რეგიონების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების რეიტინგში პოზიციები დათმო და ნაცვლად სტაბილური მეორე ადგილისა, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

წლების განმავლობაში აჭარა უცხოური ინვესტიციების მოცულობით თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. თუმცა 2018 წელს ეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა. გარდა იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით FDI 81%-ით შემცირდა, (2017 წელი - 193,7 მლნ დოლარი) აჭარაში იმაზე ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით 2018 წელი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით 2017 წელი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით 2016 წელი

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.