სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი (0.1 პროცენტით მეტი). „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს.