1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6872 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6872 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6877 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0349 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0285 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.