76 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია.
2018 წელს განხორციელებული FDI-ის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა.
„76 მლნ აშშ დოლარი არის ჯამურად დახარჯული 2018 წელს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებზე.
ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა“, - განუცხადეს bm.ge-ის ფონდში.
ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10:
საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.
წყარო: www.bm.ge