ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ზოგიერთი ტიპის საწვავი გაიაფდა.
კერძოდ, ბრენდირებულ სადგურებზე ბენზინის ფასი 3 თეთრით შემცირდა. ფასების კლება - პრემიუმის, ევრო რეგულარისა და სუპერის ტიპის საწვავზე დაფიქსრდა. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასები არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საწვავის გაიაფება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, საწვავი გაიაფდა თებერვალშიც. მანამდე კი ბენზინისა და დიზელის ღირებულება რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ასოციაციის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ფასების კლება გლობალურ ბაზრებზე ფასების შემცირებას უკავშირდება.
წყარო: PALITRANEWS