ამერიკული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Mars-ი (რომელიც აწარმოებს შოკოლადებს Mars, Twix, Snickers, M&M's და Skittles დრაჟეებს, საღეჭ რეზინებს Wrigley და ცხოველების საკვებს Pedigree, Whiskas, Royal Canin) გლობალურ რებრენდინგს აწარმოებს. ამით კომპანია შეეცდება თავი დააღწიოს საკონდიტრო ნაწარმთან დისტანცირებას და უკეთ წარმოაჩინოს ბიზნესის გაფართოება. ბრენდის პრომორგოლი კომპანიის საიტზე უკვე განთავსდა.
Mars Inc.-ის გენერალური დირექტორი გრანდ რეიდი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჰოლდინს განვითარების გლობალური სტრატეგიის გადახედვა მოუწია. კომპანიაში მტკიცედ სჯერათ, რომ სამყარო, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ, ხვალ იწყება იქედან, თუ როგორ ვაშენებთ ბიზნესს დღეს. ამ პოზიციიდან მოხდა სლოგანის ფორმირება — #TomorrowStartsToday, ხოლო ახალი კორპორაციული ლოგო უკეთ გაუსვამს ხაზს ბრენდის იდენტობას - ფიქრობენ Mars-ში.
ახლა Mars Inc. იღწვის ხაზი გაუსვას მისი პროდუქციის მრავალფეროვნებას და აპირებს განავითაროს Mars Food, Mars Petcare და Mars Wrigley Confectionary განყოფილებები ახალ იდენტობაში ორგანულად ჩართვით. გრანდ რეიდის განცხადებით, ბიზნესისადმი ასეთი მიდგომა მომავალ 10 წელიწადში გამოიწვევს გაყიდვების გაორმაგებას.