17 მარტს ვახუშტის ხიდზე რამდენიმე საათით ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს, დილის 09:30 საათიდან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.