საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქსპეცტრანსის“ 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.
მისი საწყისი ღირებულება 2 864 500 ლარს შეადგენს. 2019 წლის 31 იანვრის ბალანსის მდგომარეობით, საწარმოს აქტივები – 2 079 200 ლარს, ვალდებულებები – 903 200 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი – 1 176 000 ლარს შეადგენს.