მობილური ოპერატორი „ბილაინი“ („ვიონი საქართველო“) ბაზარზე შემოსვლიდან 12 წლის აღსანიშნავად, მომხმარებელს სმარტფონებზე განსაკუთრებულ ფასს და საჩუქრად მობილურ ინტერნეტს სთავაზობს.
როგორც კომპანია „ბილაინიდან“ იუწყებიან, შეთავაზება ძალაშია 24 მარტის ჩათვლით და მოიცავს:
ნებისმიერი ბრენდის სმარტფონის (გარდა Apple-ისა) შეძენისას ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში;
ფასდაკლებას Apple -ის სმარტფონებზე და 64 გბ ბილაინის მობილურ ინტერენტს საჩუქრად ყოველთვე;
სპეციალურ ფასს Huawei Y სერიის სმარტფონებზე და ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.
„მხოლოდ 15 მარტს „ბილაინის“ აბონენტები ასევე ისარგებლებენ სპეციალური ფასებით ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე, მათ შორის: 1 გბ - 1 ლ, 3 გბ - 3 ლ, 12 გბ - 12 ლ, 20 გბ - 15 ლ, 300 წუთი ყველა ადგილობრივ ქსელთან 3 ლ, ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან 12 ლ, ულიმიტო ერთთვიანი სმს - 2 ლ, ტარიფი „ლურჯი“ - 6 ლ, „ფრივოლუშენი“-ს ტარიფი „ულიმიტო“ - 15 ლ.
ბილაინი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, მათ შორისაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi. სპეციალური შეთაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბილაინის 36 მაღაზიას საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.