პარფიუმერულმა ბრენდმა Spirit of Dubai Parfums წარადგინა სრულიად ახალი სურნელი Shumukh, რომელიც უნისექსია, თუმცა მისი მთავარი ხიბლი მისი ფასია - ის 1,3 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამ ფასის მიხედვით ის გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სუნამო.
სუნამოს ფლაკონი შექმნილია მურანის მინისგან და მოთავსებულია 1,97 მეტრი სიმაღლის პედესტალზე, ის შემკობილია 3,5 ათასი ბრილიანტით, ტოპაზით და მარგალიტით, ასევე ოქროთი და ვერცხლით. ფლაკონის მდიდრული მორთულობა პირდაპირ გვამისამართებს საემიროების ისტორიისკენ, მასზე დატანილი ელემენტებით, ესენია: მოოქროვილი მხედრები, ვარდები და შევარდენი.
Shumukh-ის ავტორია ასგარ ადამ ალი, რომელიც გახლავთ კომპანია Nabeel Perfumes-ის მთავარი პარფიუმერი. მან სპეციალისტები იტალიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მოიძია, რომლებიც მას სუნამოს გაფორმებაში დაეხმარნენ. სუნამოს შექმნაზე სამი წელი მუშაობდნენ.
არომატს უნიკალურად აფასებენ, მის შემადგენლობაშია ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც მსოფლიოს შორეული წერტილებიდან მოიტანეს, მათ შორის არის სანდალის ხე, მუშკი, თურქული ვარდი, პაჩული, ილანგ-ილანგი და საკმეველი.