2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 31 მილიონ 620 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს; მას მოსდევს იტალია, საიდანაც 17 მილიონ 440 ათასი დოლარი შემოვიდა; ხოლო მე-3 ადგილზეა - საბერძნეთი 14 მილიონ 160 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ინაწილებენ, შესაბამისად, 12 მილიონ 830 ათასი და 12 მილიონ 730 ათასი დოლარით.
2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18 მლნ აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.