ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს არანაირი სტატუსი არ ეცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში 14 500 კვ.მ ტერიტორიას "რეკრეაციული ზონა - ერთის" სტატუსი ექნება და "რეკრეაციული ზონა - ორი" არ გახდება.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი ინფორმაციაა. შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ „რუსთავი 2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი აპირებდა რაიმე მშენებლობას. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი ინფორმაცია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს ეს ტერიტორია რომ ესაზღვრება, არ ნიშნავს, რომ მესაკუთრეა", - განაცხადა მერმა.