დავით შავლიაშვილი: გზების მშენებლობა არის და იქნება პრიორიტეტი

გზების მშენებლობა არის და იქნება პრიორიტეტი.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა დავით შავლიაშვილმა, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რაც შეეხება პროექტებს, ისინი მიმდინარეობს. არც ერთი პროექტი არ იყო გაჩერებული და რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერებულ ტემპებში გაგრძელდება ყველაფერი. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ სტრატეგიას. დღეს ამაზე საუბარი ძნელია, სისტემაში თავიდან ბოლომდე ჩავიხედებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებით სტრატეგია და შესაბამისი ანგარიში უკვე დევს საიტზე", - აღნიშნა დავით შავლიაშვილმა.