რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, საბერძნეთი, უზბეკეთი და სომხეთი - ეს ის 7 ქვეყანაა, სადაც თებერვალში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა.
შვიდივე ქვეყანაში გზავნილების მოცულობამ 13,155 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თებერვალში განხორციელებული მთლიანი გადარიცხვების 74%-ია. 2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18 მლნ აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.
ქვეყნები, სადაც 2019 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:
რუსეთი - 6, 323 მლნ დოლარი
უკრაინა - 2, 010 მლნ დოლარი
თურქეთი - 1, 911 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი - 842,2 ათასი დოლარი
საბერძნეთი - 767,3 ათასი დოლარი
უზბეკეთი - 731,5 ათასი დოლარი
სომხეთი - 571,2 ათასი დოლარი
ცნობისათვის, 2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.