სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ სამ ახალ სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ წლის ბოლომდე კიდევ სამ ახალ სუპერმარკეტს ხსნის.

„ფრესკოს“ ქსელის რიგით მეოთხე სუპერმარკეტი 30 ოქტომბერს - საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის კვეთა), რიგით მეხუთე - 20 ნოემბერს ჩუღურეთში (ჩიქობავას ქუჩ #22), ხოლო მეექვსე - საახალწლოდ, 25 დეკემბერს ნაძალადევში (გურამიშვილის გამზირი #61) გაიხსნება. თითოეული მათგანი არანაკლებ 4000 კვ. მეტრზეა განთავსებული.

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში. „ფრესკოში“ ამ დროისთვის 350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად, კომპანია დამატებით კიდევ 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.