დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. თბილისის საკრებულომ თბილისის გენგეგმა 37 ხმით დაამტკიცა, 4 კი წინააღმდეგი იყო.
გენგეგმა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარადგინა. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ “სითი ინსტიტუტის" წარმომადგებლები. საკრებულოს სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია გენგეგმაში არსებულ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება.
დედაქალაქის გენგეგმაზე "სითი ინსტიტუტი" დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.