რამდენს ვუხდით სახელმწიფოს ჩვენი შემოსავლიდან

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 1,600,358,431 ლარი, შემოსავლებმა კი - 973,499,990 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 333,103,378 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 310,002,814 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2019 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 939 207.2 ათასი ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადით სახით, კი სახელმწიფო ბიუჯეტში 333 103.4 ათასი ლარი შევიდა.

თაია არდოტელი