თბილისში, „დარეჯანის სასახლის“ კომპლექსის ისტორიული ნაგებობებისა და მონასტრის ტერიტორიას რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 3 აპრილს დაიწყება და 8 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 2 167 591 ლარია. ამასთან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 16 თვეა განსაზღვრული.