ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 1-დან 3 წლამდე.