უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge-ს ინფორმაციით, თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების გაყიდვისა და გაქირავების ტენდენცია საგრძნობლად შემცირებულია.
კომერციული ფართების გაყიდვის ტენდენციის შემცირებას, Myclient.ge-ში იპოთეკური სესხების გაცემის შემცირებით ხსნიან. კომპანიის ბროკერების განმარტებით, ბოლო პერიოდში სამშენებლო კომპანიებს ქონებების, როგორც საცხოვრებელი ბინების, ისე კომერციული ფართების გაყიდვა შეუმცირდა, რაც გამოიწვია იმან, რომ ბანკიდან სესხის აღება გართულდა/შემცირდა, კომერციული საქმიანობის ტიპის უძრავი ქონებების გაყიდვების რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა.
კომპანიის დირექტორი, გვანცა გუჯელაშვილი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, ბაზარზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რაც არამარტო ინვესტორებისთვის არის ცუდი, არამედ კერძო მესაკუთრეებიც ჩიხში შევლენ და კიდევ უფრო გაუჭირდებათ ქონების რეალიზაცია.
„მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კერძო მესაკუთრეები დამოუკიდებლად, პროფესიონალი ბროკერების გარეშე ცდილობენ თავიანთი ქონების რეალიზაციას და პრობლემებსაც სწორედ აქ აწყდებიან; ჩვენი კომპანიის გამოცდილებით გეტყვით, რომ როდესაც ინვესტორები მოდიან ჩვენთან, მათ გარკვეული მოთხოვნები აქვთ, სჭირდებათ აუდიტორული შეფასებები, რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის ის კონკრეტული ფართი, ითხოვენ შეფასების სქემას, აინტერესებთ მომგებიანობის კოეფიეციენტი და ა.შ. რაც მესაკუთრეებისთვის გარკვეულ რესურსებთან არის დაკავშირებული,“-განმარტავს იგი.