2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 179.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 178.6 ლარი იყო. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის თებერვალში ეს მონაცემი 175.4 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, იანვართან შედარებით, თებერვალში 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 158.7 ლარი შეადგინა, 1 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 300.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით, 6.3 ლარით არის გაზრდილი.