"როსპოტრებნადზორი" უკრაინულ პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოებით იმუქრება

"როსპოტრებნადზორი" უკრაინულ პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოებით იმუქრება.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ანა პოპოვამ განაცხადა, რომ ახალი სახეობის უკრაინული საკვები პროდუქტები შესაძლოა, რუსეთში აიკრძალოს.

"სამწუხაროდ, სია უკვე გაფართოვდა, რადგან ეს პროდუქცია რისკის შემცველია. ჩვენი კონტროლი აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა, აკრძალული პროდუქციის სია კიდევ უფრო გაიზაროს", - განაცხადა ანა პოპოვამ.

ივლისის დასაწყისში რუსეთმა რიგ უკრაინულ საწარმოს რძის პროდუქციას ემბარგო დაუწესა.