დიდ დიღომში წუხელ 1800 კვ.მ ფართი დაიწვა

დიდ დი­ღომ­ში, ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა „ვივა მე­დის“ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კა „ვივა მედ­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„პა­ცი­ენტს კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას აღე­ნიშ­ნე­ბო­და ინ­ტოქ­სი­კა­ცია და წვი­ვის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია“, - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად სამი ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, ხან­ძა­რი და­უ­დევ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია, მე­ო­რე ვერ­სი­ით, მი­ზე­ზია ძვე­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, მე­სა­მე ვერ­სი­ით კი – დარ­ღვე­უ­ლი იყო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­გა­დი ნორ­მე­ბი. დღე­ი­დან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბას ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და­ი­წყე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დიდ დი­ღომ­ში, ერთ-ერთ სა­წყობ­ში ხან­ძა­რი გუ­შინ გაჩ­ნდა. ად­გილ­ზე 23 სა­ხან­ძრო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და. და­იწ­ვა 1800 კვ მეტ­რი ფარ­თო­ბი. ხან­ძრის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.