სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის მე-4 კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1 202 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
კერძოდ, გასული წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906 ლარით, ხოლო კაცების - 1 468.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ კი შესაბამისად, 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა.