გენდერული დისბალანსის საპროტესტოდ ბერლინის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს, 18 მარტს ქალებს კაცებზე ნაკლების გადახდა მოუწევთ. ქალებისთვის ბილეთების ფასი 21%-ით უფრო იაფია, ვიდრე კაცებისთვის. სატრანსპორტო ოპერატორი კომპანიის BVG-ის განცხადებით, ისინი ამ ნაბიჯით ცდილობენ, აღმოფხვრან გენდერული სხვაობა ხელფასებს შორის.
ცნობილია, რომ გერმანიაში ქალები 21%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ კაცებზე - ეს კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობაა ევროპის მასშტაბით. ქალებმა იმისათვის, რომ აღმოფხვრან ხელფასებს შორის ეს სხვაობა, 77 კალენდარული დღით მეტი უნდა იმუშაონ კაცებზე. 18 მარტი კი წლის 77-ე დღეა.