„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.
კერძოდ, საბჭოს ტოვებს მისი დამოუკიდებელი წევრი ერიკ რაჯენდრა. როგორც თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, რაჯენდრას ბანკიდან წასვლის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„თიბისის სამეთვალყურეო საბჭო შეშფოთებულია, რომ ერიკ რაჯენდრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. ის დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობდა თიბისი ბანკთან და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.