სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.
მათივე ინფორმაციით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. მერიის ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება.
„სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი.
სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი“, - აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.