ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციას „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფონდის საქმიანობა და პროექტები გააცნო.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, თბილისში გამართული საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა.
საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. თბილისში ოფიციალურ ვზიტად მყოფ ჰონგ-კონგის ოფიციალურ დელეგაციას ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს.
უწყების ინფორმაციით, ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომებსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ბიზნეს ფორუმზე მხარეებმა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.
ჰონგ-კონგის დელეგაციის წევრებმა თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.